пятница, 21 июля 2017 г.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევისსაჯარო სკოლის
II კლასის მოსწავლე

-------------------------------------------

დახასიათება

--------------გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ჯანმრთელი ბავშვია. იგი უკონფლიქტო და კომუნიკაბელურია. აქვს საკუთარი შესაძლებლობების  სწორად შეფასებისა და  თავის წარმოჩენის უნარი. ადეკვატურად რეაგირებს წახალისებაზე, შენიშვნაზე. ახალ ცოდნას აკავშირებს ძველთან. ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და ჯგუფურ მუშაობაში.

ქართული ენა და ლიტერატურა-შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში; მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტი და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება; აქტიური ლექსიკისა და ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება; წერილობითი კოდის გაშიფვრა; სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა, მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება; მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის ცალკეული ფრაგმენტების გარდაქმნა აზრობრივ ნახატად; კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება; მცირე მოცულობის ტექსტის დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით; ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენება.

მათემატიკა-შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები, რიგი; განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება -გამოკლებასთან და ერთმანეთთან; კარგად იყენებს რიცხვებსა და მათზე მოქმედებებს ამოცანების ამოხსნისას; შეკრებასა და გამოკლებას სხვადასხვა ტიპის მატემატიკური ამოცანის ამოხსნისას; თვისობრივ და რაოდენობრივ ნიშნებს ფიგურების აღსაწერად; შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვებამოწესრიგება და ინტერპრეტაცია.

ბუნებისმეტყველება- შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა; განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის  თვისება; ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა; სეზონური მოვლენების დახასიათება; ნაცნობ გარემოში ორიენტირება; ამინდის კომპონენტების აღწერა და დახასიათება; პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა; ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა; გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ინგლისური ენა-მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება; მოსმენილი ილუსტრირებული მინი დიალოგების/მონოლოგების, მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება; შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება; ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა; მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა. გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები; უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა, გამეორება; მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. სასწავლო საქმიანობის ორგანიზება. აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.

ხელოვნება-შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას; მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკასა და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას; აკვირდება გარემოში სახვადასხვა ფერს, ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში; წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე; მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში; განასხვავებს ერთმანეთისგან ხელოვნების დარგებს, ჟანრს და აკავშირებს  ყოველდღიურ  ცხოვრებასთანსაკუთარ გამცოდილებასთან.

მუსიკა- შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ ინტონაციურ სავარჯიშოებში; სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად; მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა  ფორმას გარკვეული განწყობის გადმოსაცემად; საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ; აქვს უნარი, პატივისცემით მოეკიდოს სხვის შემოქმედებასა და აზრს; მას ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობებისა და განწყობის გამოხატვის საშუალებაა; შეუძლია განასხვაოს ხელოვნების დარგები და ხელოვნებასთან დაკავშირებული პროფესიები; მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურებასთან დაკავშირება, ერთმანეთისაგან განასხვაოს  ნასწავლი მუსიკალური საკრავები.
გადაყვანილია III კლასში



სკოლის დირექტორი                         ქეთევან არდაზიშვილი


დამრიგებელი                                     ია ქოზაშვილი

воскресенье, 11 июня 2017 г.

რეფლექსია

ტრენინგი ""პროექტზე დაფუძნებულლი სწავლება"  ჩემთვის იყო მეტად საინტერესო. შევისწავლე თუ როგორ დავგეგმო  და განვახორციელო პროექტ გაკვეთილი, დაწვრილებით შევისწავლეთ ის თავისებურებები რომელთა გათვალისწინება - შესრულება აუცილებელია ამ მეთოდით მუშაობისას.
 სასწავლო პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგვმაში, პრობლემების მართვაში მოსწავლეები ჩართული არინ აქტიურად და ეს მოქმედებს შედეგზე.    კარგია პროექტის მიმდინარეობისას მონიტორინგის შეფასებისა და თვითშეფასების პროცესი, ისინი დამოუკიდებლად იძიებენ ინფორმაციას, ქმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს და პროექტის მიმდინარეობისას ყველა დონის მოსწავლე ინაწილებს დავალებებს თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.  შეძენილ ცოდნას უზიარებენ  თავიანთ თანატოლებს, პედაგოგებს და თემის წარმომადგენლებს.



ბუკლეტი


პროექტი

суббота, 3 июня 2017 г.

მეექვსე დღე

ჩემი აზრით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წინასწარ განვსაზრვრო რა სიძნელეებს შეხვდება მოსწავლე.  წინასწარ მოვამზადო  გზამკვლევები  მივცე რჩევები და მითითებები  პრობლემების ადვილად  გადასაჭრელად

воскресенье, 28 мая 2017 г.

ჩემი იდეა

 პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან საკუთარი სოფლის ღირსსესანიშნავ ადგილებს, შეისწავლიან გეოგრაფიულ ობიექტებს, გამოიკვლევენ როგორია მცენარეული საფარი, შექმნიან ადგილის გეგმას, (გზამკვლევს)ბუკლეტებს სადაც წარმოაჩენენ სოფლის უნიკალურ ადგილებს და გააცნობენ  უცხო მოქალაქეებს თუ რა დაუჯდებათ ერთი დღის მენიუ, როგორ პროდუქტს შესთავაებენ,  გააკეთებენ პრეზენტაციას და გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს და თემის წარმომადგენლებს.         

суббота, 27 мая 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები საჭიროა,  პროექტის მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვანია კითხვების გამოყენება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს,სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები.  გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,  სრულყოფილად  გაიგონ  ძირითადი საკითხები,   ხშირად  გაუკეთებენ ორგანიზებას  ფაქტობრივ ინფორმაციას.  ჩემს პროექტში ვიყენებ  ზოგად კითხვებს   როგორ მეხმარება  მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში?.  რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტის დაინტერესება  ჩვენი სოფლით?